საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის ზაზა ნასყიდაშვილის განმარტებით, შეზღუდვები, რომელიც ქვეყანაშია, მალე შემსუბუქდება და სხდომების ონლაინ რეჟიმში ჩატარების აუცილებლობას საკრებულო ვეღარ ხედავს.
ნასყიდაშვილის თქმით გორის საკრებულოში პირველი ბიუროს სხდომა უკვე გაიმართა.
“დისტანციურად სხდომები არ გაიმართება, გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდვები ნელ-ნელა მოიხსნება და შემსუბუქდება, ჩვენც გადავწყვიტეთ, ისევ ჩვეულ რეჟიმში ჩავატაროთ სხდომები. დავიცავთ სოციალურ დისტანციას და იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცვა გვავალდებულებს, ჩვენ უკვე გვქონდა ბიუროს პირველი სხდომა და ისე ჩატარდა, როგორც აქამდე ტარდებოდა“, - ამბობს ზაზა ნასყიდაშვილი
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 10 აპრილს კენჭი უყარა საკითხს, რომლითაც რეგლამენტში შევიდა ცვლილება, რომ მაისის თვიდან ბიუროს, კომისიის და საკრებულო სხდომა ონლაინ რეჟიმში უნდა ჩატარებულიყო.