Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 10 აპრილი 2020 13:07

გორში „ახალი სკოლის მოდელის“ ტექნოლოგიების ექსპერტად 4 მასწავლებელი შეარჩიეს

Rate this item
(0 votes)

საქართველოს ყველა რაიონში, მათ შორის გორშიც, შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცე, რომლებშიც „ახალი სკოლის მოდელის“ მოხალისე ტექნოლოგიების ექსპერტები ამ მიმართულებით სასკოლო საზოგადოებას დისტანციურ სწავლებაში დაეხმარებიან.

ლელა კაკაშვილი ერთ-ერთი პედაგოგია გორიდან, რომელიც განათლების სამინისტრომ ექპსერტ-კონსულტანტად შეარჩია. მისი განმარტებით, ვირტუალურ საკონსულტაციო სივრცეში იგულისხმება ის მხარდამჭერი ჯგუფი, რომელიც ვირტუალურად უწევს კონსულტაციას პედაგოგებს, რათა მათი ონლაინ-გაკვეთილები წარმატებული და საინტერესო იყო, ხოლო მოსწავლეები კი მოტივირებულები.

 

"ჩვენ ამ შემთხვევაში შექმნილი გვაქვს office 365-ის ერთერთი ინსტრუმენტის, Teams-ის ჯგუფი, სადაც მოწეულები არიან მასწავლებლები, ისინი ვებინარებზე სვამენ კითხვებს მათთვის სინტერესო საკითხებზე, მიმდინარეობს office365-ის ცალკეული ინსტრუმენტების გაცნობა" , - განმარტავს ლელა კაკაშვილი.

 

გარდა ლელა კაკაშვილისა, გორიდან ექსპერტ-კონსულტანტებად შერჩეულები არიან მარიკა ჩიტაძე, თეონა ბერიკაშვილი და ნინო ჯოჯიშვილი.

 

 

Read 294 times