Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 07 აპრილი 2020 21:20

800 ათასი ლარი ატრაქციონებისთვის - გორის მერია "ახალბაღის" განახლებას იწყებს

Rate this item
(1 Vote)

გორში არსებული კულტურისა და დასვენების პარკისთვის გასართობი ატრაქციონების შესაძენად მერიამ ტენდერი გამოაცხადა. 


ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ შესყიდვისთვის 800 ათასი ლარია გათვალისწინებული, რომლითაც მერია სხვადასხვა დასახელების ატრაქციონების შეძენა-დამონტაჟებას გეგმავს.

 

პრეტენდენტებს ტენდერში მონაწილეობის მიღება 8 მაისამდე შეეძლებათ, ხელშეკრულების ფარგლებში კი ატრაქციონების მიწოდება-მონტაჟი მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. 

 

ახალი ატრაქციონების შეძენა და "ახალბაღში" დამონტაჟება, მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე, გასული წლის ბოლოს დაანონსდა. 

Read 663 times