Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 31 მარტი 2020 12:45

გორში, ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

Rate this item
(0 votes)

გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში შესახლებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

 

როგორც ერთ-ერთმა მცხოვრებმა რადიო "მოზაიკას" უთხრა, გორის მერიას განცხადებითაც მიმართეს. 

" ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, განცხადებაც გვქონდა დაწერილი. დილას დავრეკეთ კიდეც მერიის სოციალურ სამსახურში და გვითხრეს რომ ვერაფრით დაგვეხმარებიან. ფინანსები არ გვაქვსო. არ მარტოხელა დედებიც არიან, სოციალურად დაუცველებიც, პენსიონერებიც და 70 -ს წელს გადაცილებული ადამიანებიც. არც ერთს არაფრის საშუალება არ გვაქვ. ერთჯერადად რომ მაინც მოგვიტანონ ელემენტარული პროდუქტი, რომ მშივრები არ ვიყოთ", - გვითხრა მოქალაქემ. 

 

გორის მერიაში ამბობენ, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც პანდემიის გამო განსაკუთრებით დაზარალდნენ ეტაპობრივად ეხმარებიან და ეს პროცესი საყოველთაო კარანტინის შესაბამისად გაგრძელდება. 

 

ინფორმაციისთვის, მერიის თანამშრომლებს უფასო სასადილოების ბენეფიციარებთან გასული დღეების განმავლობაში მიჰქონდათ საკვები, ასევე საკვები პროდუქტები დარიგდა საბავშო ბაღების აღსაზრდელებისთვისაც

Read 206 times