Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 31 მარტი 2020 11:11

გორის ყველა შესასვლელთან გამშვები პუნქტი მოეწყო

Rate this item
(0 votes)

გორის შესასვლელებთან საგანგებო მდგომარების გამკაცრებული ზომების ფარგლებში სპეციალური გამშვები პუნქტები შეიქმნა. 

საერთო ჯამში, გორში 5 ადგილას პოლიცია და სამხედრო პირები კონტროლს უწევენ მოქალაქეების გადაადგილებას. 

 

საყოველთაო კარანტინის ფარგლებში მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებითა და ტაქსებით გადაადგილებაა შესაძლებელი,თუმცა ამ შემთხვევაშიც ავტომობილში სამი ადამიანის ყოფნა შეიძლება, აქედან ორი მგზავრი უკანა სავარძელში უნდა იჯდეს. 

 

ინფორმაციისთვის, საყოველთაო კარანტინი დღეს, 31 მარტიდან ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

 

ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

Read 171 times