Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 30 მარტი 2020 14:06

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა დევნილებს საკვებით ან 100 ლარით დაეხმარება

Rate this item
(0 votes)

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველა დევნილთა დასახლებაში ეტაპობრივად იწყებს საკვები პროდუქტების შეტანას. ის დევნილები კი, რომლებიც დასახლებაში არ ცხოვრობენ, უწყებისგან ერთჯერად, 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

"ერედვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის სოციალური პროგრამის მიხედვით, დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცემათ საკვები პროდუქტები, ხოლო იმ ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ დევნილთა დასახლებებში, საშუალება აქვთ სასურსათო კალათის ნაცვლად მიიღონ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით"

 

როგორც ცნობილია, ერთჯერადი დახმარების მისაღებად, იმ ოჯახებმა, რომლებიც არ ცხოვრობენ დევნილთა დასახლებებში, 2020 წლის 30 მარტიდან ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ განცხადება და დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტები ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 

100 ლარის მისაღებად მოქალაქემ განცხადებასთან ერთად ასევე უნდა წარმოადგინოს:

 

1) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

2) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

3) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

 

უწყება დამატებითი კითხვების შემთხვევაში ასევე ავრცელებს ტელეფონის ნომრებს:

 

595 33 94 00
598 00 44 84

Read 491 times