Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 30 მარტი 2020 13:15

გორში მცხოვრები ექიმების გადაადგილებისთვის სპეციალური ტრანსპორტი გამოიყო

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ექიმები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში მუშაობენ და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შედეგად გადადგილების მხრივ პრობლემები შეექმნათ, გორის მერია სპეციალურ ტრანსპორტს სთავაზობს.

ამის შესახებ, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტში 150 ექიმია, რომელსაც აღნიშნული დახმარება ესაჭიროებოდა და სწორედ მათთვის 5 მიმართულებით სხპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტი იმოძრავებს.

 

"ექიმებს ძალიან გაუჭირდათ გადაადგილება საგანგებო მდგომარეობის გამო, ტრანსპორტის აკრძალვის შედეგად. მინდა გითხრათ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება სპეციალურად მათი ტრანსპორტირებისთვის გამოიყოს ავტობუსები. ხვალიდან უკვე 5 მიმართულებით გაემართებიან ეს ავტობუსები და 150-მდე მედიკოსის გადაადგილების უზრუნველყოფენ" -აღნიშნა გორის მერმა.

Read 537 times