Back to Top
ხუთშაბათი, 26 მარტი 2020 11:35

დღეიდან ყველა ჯარისკაცი, ვისაც ინფექციის ნიშნები ექნება მკურნალობას გორის ჰოსპიტალში გაივლის

Rate this item
(0 votes)

დღეიდან ყველა სამხედრო მოსამსახურე, ვისაც ინფექციის ნიშნები ექნება მკურნალობას გორის ჰოსპიტალში გაივლის. ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან ჰოსპიტლის დირექტორმა, დავით ბარლიანმა გააკეთა. 

დავით ბარლიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში covid - 19 -ის დიაგნოზით სამ პაციენტს მკურნალობენ. 

 

"ჩვენთან არის სამი პაციენტი, აქედან ორი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება მესამე პაციენტს იგი გუშინ რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადმოიყვანეს, მისი მდგომარეობა შედარებით რთულად მიმდინარეობს და იმყოფება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ", - განაცხადა დავით ბარლიანმა

 

ინფორმაციისთვის, სამხედრო ჰოსპიტალში ამ დროისთვის 46 პაციენტი იმყოფება, აქედან 34 სამხედროა, 12 კი სამოქალაქო პირი. 

Read 48 times Last modified on ხუთშაბათი, 26 მარტი 2020 12:33