Back to Top
ორშაბათი, 23 მარტი 2020 14:36

გორის მუნიციპალიტეტში 116 მოქალაქე თვითიზოლაციაში რჩება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში 116 მოქალაქე თვითიზოლაციაში რჩება, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მიაწოდა.

მარინა გიუნაშვილის თქმით, ეს არის ამ წუთის მონაცემები.

 

"ბოლო მონაცემებით, 116 ადამიანია თვითიზოლაციაში, თუმცა მონაცემები ყოველდღიურად იცვლება", - გვითხრა გიუნაშვილმა.

 

მისივე თქმით, ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას აქტიურად აკვირდებიან. ხოლო თვითიზოლაციის წესების შესრულებაზე კონტროლის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროც არის ჩართული. 

 

ინფორმაციისთვის, 53 მოქალაქე იმყოფება გორის საკარანტინო სივრცეში. თავდაცვის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტებიდან 33 სამხედრო და 20 სამოქალაქო პირი, ერთ-ერთი კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

Read 91 times