Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 20 მარტი 2020 13:57

გორის საკარანტინო სივრცეში რუმინეთიდან დაბრუნებული 15 სამხედრო გადმოიყვანეს

Rate this item
(0 votes)

გორში, სამხედრო ჰოსპიტალში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში რუმინეთიდან დაბრუნებული 15 სამხედრო გადმოიყვანეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი რუმინეთში სპეციალურ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდნენ, რომელიც წესით აპრილის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა შექმნილი ვითარების გამო, ისინი საქართველოში დააბრუნეს.

 

სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი დავით ბარლიანი ამბობს, რომ ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არცერთ მათგანს არ აღენიშნება.

 

"ისინი თავს კარგად გრძნობენ. სიმპტომები არცერთს არ აღენიშნება, თუმცა მათ მაინც მოუწევთ 2 კვირის განმავლობაში კარანტინში იყვნენ" - აცხადებს ბარლიანი.

 

როგორც ცნობილია, ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში სულ 60 პაციენტია, საიდანაც 30 სამხედრო მოსამსახურეა.

Read 218 times