Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 18 მარტი 2020 13:15

შიდა ქართლში სოციალური სასადილოებით მოსარგებლეებისთვის საკვები სახლში მიაქვთ

Rate this item
(0 votes)

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის და მოსახლეობის დამატებითი რისკებისგან დაცვისთვის შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში შესაბამისი ღონისძიებები უწყვეტად მიმდინარებს.

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის უფასო სასადილოებით მოსარგებლე პირებისთვის განკუთვნილი საკვები მუნიციპალიტეტების წარმომდგენლებს ადგილზე ყოველდღიურად მიაქვთ.


შიდა ქართლის რეგიონში პერმანენტულად ხორციელდება ვირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები. ამ ეტაპზე სკოლების, სააღმზრდელო დაწესებულებების და საჯარო სივრცეების სადეზინფექციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ასევე, საჭიროებისამებრ ხორციელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დამუშავება.


პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

Read 186 times