Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 18 მარტი 2020 12:50

გორში დასუფთავების მანქანების მძღოლებისთვის პირბადეების მარაგი იწურება

Rate this item
(0 votes)

გორში დასუფთავების მანქანების მძღოლებისთვის პირბადეების მარაგი იწურება, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორი ესაუბრა.

ბაჩანა ღვიანიშვილის თქმით, სააგენტომ პირბადეების ძებნა უკვე დაიწყო.

 

"ამ პირბადეებს სამშენებლო მაღაზიებში ვყიდულობდით. ახლა გვეუბნებიან, რომ მარაგი მათაც ეწურებათ. ჯერ არ ვიცით, სად შევძლებთ მათ შეძენას", - გვითხრა ღვიანიშვილმა.

 

მისივე თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, შეიცვალა მეეზოვეების მუშაობის წესიც. მათ სამსახურში მისვლა ან ერთად შეკრება აღარ ეწევთ.

 

"მეეზოვეები არ მოდიან სამსახურში. აღარ აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაცია. მათ იციან, რომელი ქუჩაც უნდა დაასუფთაონ. დილით ადრე გამოდიან სახლიდან, გვიან ქუჩას და ბრუნდებიან სახლში. მერე გამოდის მანქანა და ამ ნარჩენებს აგროვებს", - გვიხსნის ღვიანიშვილი.

 

მისი თქმით, მეეზოვეები ქუჩების დაგვისას პირბადეებს არ ხმარობენ.

Read 229 times