Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 17 მარტი 2020 21:58

გორის სამკერვალო "ლიდერი" მზადაა საჭიროების შემთხვევაში პირბადეები აწარმოოს

Rate this item
(0 votes)

სამკერვალო საწარმოები მზად არიან, აქტიურ რეჟიმში დაიწყონ პირბადეების წარმოება.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ-შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

ამ პროცესს 20-მდე იურიდიული პირი დაესწრო რეგიონენიდან კი შეცვედრაში დისტანციურად ჩაერთვნენ, მათ შორის იყო  გორის სამკერვალო "ლიდერის" წარმომადგენელიც. ნინო გიორგაძის ინფორმაციით, საუბარი გაზრდილი მოთხოვნილებიდან და ბაზარზე შექმნილი დეფიციტიდან გამომდინარე, პირბადეების ადგილზე შეკერვის უზრუნველყოფის საკითხს შეეხო.

 

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პირბადეებისა და ვირუსისაგან დამცავი საშუალებების ადგილზე წარმოებას. ჩვენ მზადყოფნა გამოვთქვით კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, საპრევენციო ღონისძიებების განხორციელებაში მაქსიმალური ძალისხმევითა და რესურსებით, გვერდში დავუდგეთ ჩვენს მოქალაქეებს. ამ ეტაპზე ჩვენ სამკერვალოში 7 ადამიანია დასაქმებული და გვაქვს სათანადო ტექნიკური რესურსი"-აღნიშნა ნინო გიორგაძემ.

 

პირბადეების დეფიციტიდან გამომდინარე, ზოგიერთმა კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა, წარმოებული პირბადეების ნაწილი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

Read 682 times Last modified on სამშაბათი, 17 მარტი 2020 23:17