Back to Top
სამშაბათი, 17 მარტი 2020 19:43

გორის მერიამ გარკვეული კატეგორიის ოჯახებში საკვების დარიგება დაიწყო

Rate this item
(0 votes)

მერიის თანამშრომლები გორისა და ატენის ეპარქიასთან მდებარე უფასო სასადილოს ბენეფიციარებს კუთვნილ სადილს სახლებში მიუტანენ. 

პირველი სადილი მერიის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით შეძენილი კონტეინერებით დღეს დაარიგეს.

 

"აქციით ამ ეტაპზე 20-მა ოჯახმა ისარგებლა, თუმცა ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში მოხალისეები შეძლებენ დააკმაყოფილონ ყველას მოთხოვნა."-განმარტავენ მერიაში.

 

უწყების ინფორმაციით, გორის მერიის თანამშრომლებს, რომლებიც აქციაში  მოხალისეებად არიან ჩართულნი, გავლილი აქვთ ყველა ინსტრუქცია, რითაც შეუძლიათ დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე, სასადილოს ბენეფიციართა უსაფრთხოება.
 
გორის მერია ამავე დროს, მონიტორინგს უწევს  გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს.
 
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს კი საბავშვო ბაგა - ბაღების სოციალურად დაუცველ 900 აღსაზრდელთან მათი კუთვნილი საკვები მიაქვს.
 
Read 642 times