Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 17 მარტი 2020 16:59

გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებთან დისტანციური სწავლება სხვადასხვა მეთოდით ხდება 

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს და მასწავლებლებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა საშუალების გამოყენება შეუძლიათ.

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს კომპიუტერი ან ინტერნეტი არ აქვს, შეუძლია მასწავლებელს ტელეფონით ეკონტაქტოს.

 

"ყველა სკოლა და მასწავლებელი თავისი და მოსწავლეებისთვის მისაღები საშუალებებით ეკონტაქტება. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს არა აქვს კომპიუტერი ან ინტერნეტი, შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ტელეფონით საუბარი. მთავარია რომ მასწავლებელი ეკონტაქტებოდეს მოსწავლეს და ურჩევდეს, მაგალითად : რა წიგნი წაიკითხოს, რას უყუროს. არის სკოლები, რომლებიც "მაიქროსოფთ ოფისის" პროექტებს საკმაოდ წარმატებით იყენებენ. რა თქმა უნდა პრობლემები იქმნება, თუმცა როცა რეკომენდაციები გადმოგზავნა სამინისტრომ, აქვე მოაყოლა ბმული, რომელზეც ადმინისტრაციამ უკუკავშირი უნდა მოახდინოს და ჩაწეროს რა სიძნელეებს აწყდება, თუ სასკოლო საზოგადოებაში არსებობს გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის ამ რეკომენდაციების შესრულებას ეს კითხვარი უნდა შეავსონ", - გვითხრა  ნანა ტერმაკოზაშვილმა

 

როგორც რადიო "მოზაიკას" ტერმაკოზაშვილმა უთხრა, დისტანციური სწავლება ეროვნული სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულებას ხელს არ შეუშლის. 

 

" სწავლის განახლების პერიოდისთვის გვექნება ინსტრუქციები, რომ სასკოლო სასწავლო გეგმა ისე მოდიფიცირდეს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები იქნეს მიღწეული. ამ ეტაპზე გამიჭირდება თქმა რამდენი სკოლა ჩაერთო დისტანციურ სწავლებაზე გორის მუნიციპალიტეტში, ჯერ გუშინ დაიწყო მცდელობები", - გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა

Read 218 times Last modified on სამშაბათი, 17 მარტი 2020 17:11