Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 13 მარტი 2020 18:35

სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა დისტანციურად ჩატარდა

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ონლაინ რეჟიმში გამართა.


დისტანციურად სხდომაზე მონაწილეობა შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერებმა, საკრებულოს თავმჯდომარეებმა და მათმა მოადგილეებმა მიიღეს.

რწმუნებულმა რეგიონში პროექტების მიმდინარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. საკონსულტაციო სხდომის წევრებმა რეგიონში განსახორციელებელი 16 პროექტი მოიწონეს.

​იხილეთ პროექტენი, რომელიც გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განხორციელდება.

გორი-ცხინვალი-გუფთა-ჯავა-როკის ს/ გზის გარე განათება;
წედისი, ბნავისი, ოლოზის წყლის სისტემის მოწყობა;
სოფელ ძევერის წყლის სისტემის მოწყობა,
ქალაქ გორში ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია,
ქალაქ გორში, საფეხბურთო აკადემიის პროექტი.

​თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მხარის გუბერნატორმა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა სამთვეში ერთხელმაინც უნდა მოაწყოს.

Read 201 times