Back to Top
პარასკევი, 28 თებერვალი 2020 21:37

გორის მე-11 სკოლამ ნანიკოს დასახმარებლად გამოფენა-გაყიდვა მოაწყო

Rate this item
(1 Vote)

ნანიკო საბანაშვილის დასახმარებლად, გორის მე-11 საჯარო სკოლაში საქველმოქმედო ღონისძიები ჩატარდა.

 

ისტორიისა და სამოქალაქო განათლების კლუბის მიერ ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაში სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი მონაწილეობდა.

 

"გამოიფინა და გაიყიდა ამ ხალხის მიერ დამზადებული ან უბრალოდ შეგროვილი ნივთები. შემოწირულობა გაიღეს უცხო ადამიანებმაც. დიდი მადლობა ყველას ღონისძიებაში მონაწილეობისთვის", - ამბობს ისტორიის მასწავლებელი ლიკა მელთაური.

 

საქველმოქმედო ღონისძიებაზე 1000 ლარზე მეტი შეგროვდა.

 

ინფორმაციისთვის, ნანიკო 1 წლის და 10 თვისაა. მას სახეზე წანაზარდის სახით აქვს სიმსივნე, ოპერაციისთვის მოსამზადებელ პერიოდში საჭიროებს ქიმიოთერაპიის კურსებს.

 

გოგონა ამჟამად იაშვილის კლინიკაში გადის მკურნალობას. მას სასწრაფო ოპერაციისთვის 8 760 დოლარი სჭირდება.

Read 414 times Last modified on პარასკევი, 28 თებერვალი 2020 21:41