Back to Top
პარასკევი, 28 თებერვალი 2020 15:13

ქვახვრელის საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირი შეიყვანეს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის სკოლამდელ დაწესებულებაში ბუნებრივი აირი შეიყვანეს.

 

"ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისთანავე საბავშვო ბაღში ამუშავდა ახლად მოწყობილი გათბობის სისტემა. დღემდე პატარები შეშის ღუმელებით თბებოდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ახალი სასწავლო წელი სააღმზრდელო დაწესებულებამ ახლად რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყო. საბავშვო ბაღი ერთ-ერთი პირველი ობიექტია, რომელიც ქვახვრელში გაზიფიცირდა“,  - აღნიშნა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

 

საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 43 085 ლარი გამოიყო.

რეაბილიტირებულ შენობაში გადასვლამდე, ქვახვრელის საბავშვო ბაღი სააღმზრდელო პროცესს 2 წლის განმავლობაში დაქირავებულ ფართში აგრძელებდა.

 

იმისათვის, რომ ბაღის აღსაზრდელებს შესაბამის პირობებში მიეღოთ სკოლამდელი განათლება, გამოთავისუფლდა ადმინისტრაციული შენობის სრული ფართი.

 

ბაგა-ბაღის რეაბილიტაციისათვის გორის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49 449 ლარი დაიხარჯა.

ამ ეტაპზე ქვახვრელის საბავშვო ბაღში 3 ჯგუფი ფუნქციონირებს და 81 აღსაზრდელი ირიცხება.

Read 240 times