Back to Top
პარასკევი, 21 თებერვალი 2020 14:01

გორის სასწრაფო დახმარების სამსახური ახალ შენობაში თვის ბოლომდე გადავა

Rate this item
(0 votes)

გორში, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის 7 ბრიგადიანი შენობა, კომბინატის დასახლებაში, ჭონქაძის ქუჩაზე, უკვე დასრულებულია და სავარაუდოდ მომავალ კვირას გაიხსნება.

 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ შენობა გასახსნელად მზადაა და მხოლოდ თარიღია დასაზუსტებელი.



“ყველაფერი მზადაა, ვაპირებთ, რომ ეს ობიექტი თვის ბოლომდე გავხსნათ. ზუსტი თარიღის შესახებ უწყებაში ჯერ კიდევ ვმსჯელობთ“, - განმარტავენ სამინისტროში

 


თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი შენობის ფართობი298 161 კვადრატული მეტრია , პროექტის ღირებულება კი 430 945 ლარია.

Read 254 times