Back to Top
ხუთშაბათი, 20 თებერვალი 2020 14:14

ცხინვალში დღეს სამხედრო მომზადებისა და საბრძოლო სროლების დემონსტრაციას გეგმავენ

Rate this item
(0 votes)

ცხინვალში "სამშობლოს დამცველთა დღის" აღსანიშნავად ემზადებიან. ამასთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებულ საბრძოლო სასროლეთებზე დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული შენაერთების საბრძოლო ტაქტიკური მომზადება მიმდინარეობს.

 

დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად რეპეტიცია იმართება, სამხედრო მომზადებისა და საბრძოლო სროლების დემონსტრაცია კი 20 თებერვალს ჩატარდება. ცხინვალის რეჟიმის განმარტებით, ეს ყველაფერი "სამშობლოს დამცველთა დღის" და "სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების დღის" აღნიშვნას უკავშირდება. რუსეთის მსგავსად, 23 თებერვალს ოკუპირებულ რეგიონშიც აღნიშნავენ და ეს თარიღი კომუნისტების მმართველობის დროიდან - საბჭოთა წითელი არმიის დღიდან - სახეცვლილებით გადმოიტანეს.

 

სამხედრო წრთვნების ხმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც ისმის, რომლებიც ცხინვალთან ახლოს მდებარეობენ.

Read 154 times