Back to Top
ხუთშაბათი, 20 თებერვალი 2020 13:19

ციხელაშვილი: ცხინვალში ქართული წარწერებით მედიკამენტების შეტანაც აიკრძალა

Rate this item
(0 votes)

"ცხინვალის რეგიონში ქართული წარწერებით მედიკამენტების ამოღება დაიწყეს, რაც პირდაპირ მიმართულია ადამიანების წინააღმდეგ და არა მხოლოდ ქართველები არამედ ძალიან ბევრი ეთნიკური ოსი მოსახლე ზარალდება", - ამის შესხებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პროცესი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება.

 

"ცხინვალის რეგიონში მწვავედ დგას ჰუმანიტარული კრიზისი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე საჭიროება ძალიან მაღალია, რომ შედიოდეს მედიკამენტები და პროდუქტები, თუმცა რეპრესიული ზომები ტარდება, რაც მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომ ყველაფრის ფასად მოხდეს კავშირების და კონტაქტების გაწყვეტა დანარჩენ საქართველოსთან. საუბედუროდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიზანმიმართულად მიმდინარეობს იქ მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ზოგადად ამ რეგიონების იზოლაცია დანარჩენი საქართველოდან. ეს ახალი არაა, მაგრამ საუბედუროდ ახალი გამოვლინებები აქვს , რომლებსაც ასობით და ათასობით ადამიანებზე აქვს გავლენა. ის, რომ ქართული წარწერებით მედიკამენტების ამოღება დაიწყეს რამდენიმე დღის წინ და დღესაც გრძელდება, პირდაპირაა მიმართული ადამიანების წინააღმდეგ და არა მხოლოდ ქართველები არამედ ძალიან ბევრი ეთნიკური ოსი მოსახლე ზარალდება. ეს წამლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთლიანად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის. ამ პრინციპით იქ მცხოვრები ადამინების სასიცოცხლო ინტერესების და საჭიროებების უგულებელყოფა და მათი გაწირვა ხდება“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.

Read 160 times