Back to Top
ხუთშაბათი, 20 თებერვალი 2020 13:13

ზერტში, ერთ - ერთ უბანში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა 

Rate this item
(0 votes)

სოფელ ზერტის ერთ - ერთ უბანში, სადაც 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, სასმელი წყლის სისტემის მოწყობას 449 415 - ლარი მოხმარდება.


ტენდერის ფარგლებში წინადადებების მიღება 3-დან 11 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

იგეგმება ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა.

ტენდერის პირობების მიხედვით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.

დღემდე აღნიშნულ უბანში მცხოვრები ოჯახები სასმელ წყალს მეზობელი უბნებიდან ეზიდებიან.

მალე ისინი წყალს საკუთარ ეზოებში ინდვიდუალური ონკანების საშუალებით მიიღებენ.

Read 177 times