Back to Top
ორშაბათი, 17 თებერვალი 2020 15:24

გორის სასამართლომ ჯარისკაცი 2500 ლარით დააჯარიმა

Rate this item
(0 votes)

გორის სასამართლოში ჯარისკაცს ა.კ-ს, რომელმაც საკონტრაქტო სამსახური ვადაზე ადრე შეწყვიტა, ჯარიმა დააკისრეს.

 


"მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიზეზით მისი ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, მას ეკისრება ჯარიმის სახით 28 000 ლარის გადახდის ვალდებულება, რაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შემცირებულია 2 500 ლარამდე", - ირკვევა საქმის მასალებიდან.


ჯარისკაცი სასამართლოზე არ გამოცხადებულა. მოსამართლე დავით პაპუაშვილმა მას დაუსწრებლად დააკისრა ჯარიმა, 2 500 ლარის ოდენობით.

Read 275 times