Back to Top
ორშაბათი, 17 თებერვალი 2020 13:42

მარლენ ნადირაძე: "სტაიანშიკები" გორში თვითნებურად დგანან და ითხოვენ ფულს

Rate this item
(1 Vote)

ქალაქში ავტომესადგომეების, ე.წ სტაიანშიკების მუშაობას არავინ არ არეგულირეს. მას შემდეგ, რაც პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდა მძღოლები ყიდულობენ საპარკინგე ადგილს, მაგრამ ამავდროულად უხდიამ ფულს ავტომესადგომეებსაც, რომლებსაც თვითნებურად აქვთ დაკავებული ადიგილები.



საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძე აღნიშნულ საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ მძღოლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, დაეხმარება თუ არა ე.წ სტაიანშიკს - ვალდებულება, რომ მძღოლმა ფული გადაუხადოს, არ აქვს.



“სტაიანშიკების" არსებობა არც ერთ რეგულაციაში არ ზის, ამოვარდნილები არიან სამართლებრივი ნორმიდან. ესენი თვითნებურად დგანან და ითხოვენ ფულს. მას შემდეგ, რაც პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდა, მძღოლები არ არიან ვალდებულნი სხვა გადასახადი გადაიხადონ. კეთილი ნებით თუ ვინმე ეხმარება, დაეხმაროს. ისინი ითხოვენ და აძლევენ. თუ რომელიმე ადგილას შემაწუხებელი გახდა ამ ხალხის ქმედება, მაშინ აუცილებელია რაიმე ფორმის მოფიქრება შესაბამისი სამსახურისგან, მაგრამ მძღოლებმა ფული გარდა პარკირებისა, არ უნდა გადაიხადონ“, - ამბობს მარლენ ნადირაძე.

Read 391 times Last modified on ორშაბათი, 17 თებერვალი 2020 13:48