Back to Top
ორშაბათი, 17 თებერვალი 2020 13:27

გორში მამამთილმა რძალი იატაკის საწმენდი ჯოხით და ცოცხით სცემა

Rate this item
(0 votes)

წარსულში ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით ნასამართლევმა რ.ტ-მ რძალი სცემა.

 

საქმე გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა.


"რ.ტ-მ რძალს - მ--- ჯ------ს კისერზე დაარტყა ტელეფონის აპარატი, ზურგზე - იატაკის საწმენდი ჯოხი და ცოცხი - თავსა და ზურგზე, რის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი", - ირკვევა საქმის მასალებიდან.


აღნიშნული შემთხვევიდან მეორე დღეს, ბრალდებული რძალს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. რ.ტ-მ დანაშაული აღიარა.


მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდებულს 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

Read 615 times