Back to Top
ოთხშაბათი, 29 იანვარი 2020 21:41

2008 წლის ფოტოგმირები გუბერნატორის მოადგილემ მოინახულა

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნია აგვისტოს ომის ფოტოგმირების მდგომარეობით დაინტერესდა.

გუბერნატორის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი 2 მათგანთან დუსია ელიზაროვთან და სონია მურადოვასთან სახლში იმყოფებოდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. გუბერნატორის მოადგილემ მათ საკვები პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები მიუტანა.

 

აღნიშნული პირების ფოტოებმა, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მძიმე სტრესი და ზიანი მიიღეს, მსოფლიო მოიცვა.

 

ისინი ყურადღებას ბოლო 10 წლის განმავლობაში მუდმივად ითხოვენ, ერთ-ერთი მათგანი დუსია ელიზაროვი რადიო "მოზაიკას" რამდენიმე დღის წინ ყურადღების მიქცევაში დახმარებას სთხოვდა. გუბერნიის მხრიდან მისი მონახულებაც სწორედ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გადაწყდა.

 

გუბერნიაში ამბობენ რომ საჭიროებებიდან გამომდინარე, აგვისტოს ომის ფოტოგმირების დახმარების პროცესში, სამხარეო ადმინისტრაცია კომპეტენციის ფარგლებში სისტემატურად იქნება ჩართული.

 

 

Read 368 times Last modified on ხუთშაბათი, 30 იანვარი 2020 11:29