Back to Top
ოთხშაბათი, 29 იანვარი 2020 17:20

9 წლის გორელი მოჭადრაკე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

Rate this item
(0 votes)

გორელი მოჭადრაკე, 9 წლის მარიამ ცაციაშვილი თავისი ასაკის მოჭადრაკეთა შორის გამართულ საქართველოს სასკოლო პირველობაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.


"სასკოლო პირველობა 7, 9, 11 და 13 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის იმართებოდა და აღსანიშნავია, რომ გორელთაგან კიდევ არაერთი იყო მედლის მოპოვებასთან ახლოს, მაგრამ მეოთხე ადგილით დაკმაყოფილებამ მოუწიათ ნუცა ამირაჯიბს (7 წლის), ალექსი ინაურს (9 წ), ნინი მაისურაძეს (13 წ) და მარიამ ჭიღლაძეს (13 წ)" , - აცხადებენ გორის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში.

 

როგორც ცნობილია, ყველა მათგანი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ჭადრაკის სექციის აღსაზრდელია და მათ მწვრთნელი ოთარ დოლიძე ხელმძღვანელობს.

Read 542 times