Back to Top
ოთხშაბათი, 29 იანვარი 2020 16:25

ბობნევში წყალმომარაგების სისტემა მოეწყობა 

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში წყალმომარაგების სისტემა მოეწყობა. შესაბამისი სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. 

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული სამუშაოებისთვის 250 350 გაითვალისწინა. 

 

სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყლის პრობლემა 40 - მდე ოჯახს მოეხსნება. 

 

გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში წინადადებების მიღების ვადა 6 თებერვალს იწურება.

 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა შიდა ქსელი, რეზერვუარი სათავე, მაგისტრალი და საქლორატორო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბობნევში მცხოვრები ოჯახები სასმელ წყალს საკუთარ ეზოებში დამონტაჟებული ინდივიდუალური ონკანების საშუალებით 24 საათის განმავლობაში მიიღებენ.

 

სოფელში ჯამში 70 - მდე ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის 30 - მდე კომლი უზრუნველყოფილია სასმელი წყლით.

Read 412 times