Back to Top
ოთხშაბათი, 22 იანვარი 2020 12:31

ვახტანგაშვილი: თუ ოკუპაციის შეჩერება არ შეუძლიათ, მშვიდობიანად დატოვონ ხელისუფლება

Rate this item
(0 votes)

გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი გუგუთიაანკთარში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. სოსო ვახტანგაშვილის შეფასებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსეთის მიერ არჩეული პოლიტიკა ხორციელდება.

 

მისი თქმით ეს პროცესები ევროპასა და ევროკავშირს,ასევე მსოფლიო თანამეგობრობას ახსენებს, რომ მათ ამ რეგიონში საკუთარი ინტერესები აქვთ. ამის დემონსტრირებას კი ქართულ სოფლებში, ახლა უკვე რკინის კონსტრუქციების მონტაჟით ცდილობენ.

 

ვახტანგაშვილი ფიქრობს, რომ ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება უძლურია, თუ რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩება.

 

"იმისათვის, რომ გუგუთიაანთკარში დამატებით არ გაივლოს მავრთულხლართები, საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს აშშ-ს და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან. შედეგად, მაქსიმალური ზეწოლა უნდა მოახდინონ რუსეთზე ამ პროცესის შესაჩერებლად. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ არ არის შესაბამისი ძალისხმევა, თუ მეტს ვერ აკეთებენ, აგერ მოდის 2020 წლის არჩევნები და შეუძლიათ გადააბარონ სხვა პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც უფრო მეტს გააკეთებენ პრესინგისთვის რუსეთის ხელისუფლებაზე. რეალური ვითარება რომ დაფიქსირდეს ეს არის პრინციპული პოლიტიკა. არცერთი ნაბიჯი უკან არ უნდა გადავდგათ, როდესაც საქმე ქვეყანას და ჩენ სამშობლოს ეხება. ამას თუ ვერ აკეთებენ და თან ამას აღიარებენ, მაშინ ეს აღიარება ქართველი ხალხის საარჩევნო ნებაზეც უნდა იყოს ასახული და 2020 წელს "ქართული ოცნება" ხელისუფლებას უნდა ჩამოაცილოს. ეს იქნება ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი", - ამბობს სოსო ვახტანგაშვილი.

Read 456 times