Back to Top
ორშაბათი, 20 იანვარი 2020 19:53

გორში მრავალბინიანი კორპუსების ფასადებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 

Rate this item
(0 votes)

გორში საცხოვრებელ კორპუსების ფასადებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა. 

 

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს ქალაქში 29 საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია მოხდება. 

 

რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ მრავალბინიანი კორპუსების ჩამონათვალს, რომლის ფასადიც 2020 წელს გამოიცვლება:

 

სტალინის გამზირზე 25 (#1,2,3,4,5,6,7,8,9,10,12,13,17,18, 19, 20,21,22,23,24,25,27,29,31,33 კორპუსები),

ჭავჭავაძის გამზირზე 3 (#28,47,51კორპუსები) და ამილახვრის ქუჩაზე 1 ერთეული (# 23 კორპუსი)

 

ფასადების რეაბილიტაციის მიზნით გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

 

პროექტის ითვალისწინებს დაზიანებული ნალესის ჩამოხსნას, აღდგენასა და შეღებვას, მოაჯირების დეკორისა და ალუმინის პროფილების ახლით ჩანაცვლებას, ფანჯრების დეკორატიული კარნიზების აღდგენასა და შეღებვას, კორპუსის კუთხეებზე ახალი დეკორების მოწყობას და ვერტიკალური საწვიმარი მილების გამოცლას.

 

სამუშაოებისთვის  1 391 000 ლარია გათვალისწინებული. 

 

 

Read 550 times Last modified on სამშაბათი, 21 იანვარი 2020 16:34