Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 13 იანვარი 2020 13:45

გორის მერიამ კომპანიას დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო უჩივლა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქში არსებულ ერთ-ერთ კომპანიას ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებელის გადაუხდელობის გამო უჩივლა. საქმე გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით პაპუაშვილმა განიხილა.

 

როგორც სარჩელიდან ირკვევა, კომპანიას უნდა გადაეხადა 2019 წლის 31 ივლისამდე პერიოდის ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებელი ყოველთვიურად 5 ლარის ოდენობით; მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მას არ გადაუხდია 51 თვის დავალიანება.

 

კომპანიის წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა. როგორც ცნობილია, 51 თვის დავალიანებამ 255 ლარი შეადგინა. მოსამართლემ გორის მერიის სარჩელი დააკმაყოფილა.

 

კომპანიას, გარდა აღნიშნული 255 ლარის გადახდისა, მერიის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 100 ლარის გადახდა.

Read 405 times