Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 14 დეკემბერი 2019 17:26

თბილისში, აქციაზე წამსვლელ მოქალაქეებს ფული დაურიგეს 

Rate this item
(1 Vote)

თბილისში დაგეგმილ აქციაზე წასასვლელად, გორის მუნიციპალიტეტში მობილიზებულ მოქალაქეებს ფული დაურიგეს.

ამის შესახებ რადიო "მოზაიკასთან" იმ მოქალაქეებმა ისაუბრეს, რომლებიც დილით, გორის ცენტრში მდგარ მიკროავტობუსებში გადაანაწილეს. 

"10 -10 ლარი დაარიგეს, კვების ფულად გაძლევთო, ასე გვითხრეს", - გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ. 

"ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოსახლეობის მობილიზება რეგიონებში, დღეს დილიდან დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტიდან თავისუფლების მოედანზე 3000-მდე ადამიანი დგას. მათ შორის, საჯარო მოხელეები, სკოლისა და საბავშვო ბაღების პედაგოგები და  სხვადასხვა სააგენტოს თანამშრომლები. 

Read 583 times