Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 14 დეკემბერი 2019 13:01

გორიდან "ქართული ოცნების" აქციაზე 200-მდე მიკროავტობუსი გავიდა

Rate this item
(0 votes)

გორიდან თბილისში დაგეგმილ აქციიაზე 200-მდე სხვადასხვა სახის ტრანსპორტი გავიდა. მათ შორის მიკროავტობუსები ჭარბობდნენ.

ტრანსპორტის მობილიზება ძირითადად ქალაქის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის წინ მოხდა. აქციაზე წამსვლელები დიდლიდან შეიკრიბნენ და წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით, ტრანსპორტებში გადანაწილდნენ.

გორის მუნიციპალიტეტიდან აქციაზე ძირითადად სკოლების და საბავშვო ბაღების მასწავლებლები წავიდნენ. ისინი რადიო "მოზაიკასთან" საუბარში, საკუთარ თავებს 2012-იანელებს უწოდებდნენ.

ინფორმაციისთვის, დღეს თბილისში აქციაა დაგეგმილი, რომელსაც "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთა მართავს. ორგანიზატორების განცხადების მიხედვით, აქციას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც ურეთდებიან.

ოფიციალური ინფორმაციით, დაგეგმილი ღონისძიება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

აქციის დაანონსებიდან მალევე, განცხადება გაავრცელა მოძრაობა “სირცხვილიამ”. როგორც სამოქალაქო აქტივისტების გაერთიანება ამბობს, 14 დეკემბერს “ქართული ოცნება” აქციას სხვა მიზნით მართავს - საზოგადოებას დაანახოს, რომ მათ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

ამავე თემაზე: “გვავალებენ, რომ 14 დეკემბერს აქციაზე წავიდეთ” 

Read 600 times Last modified on შაბათი, 14 დეკემბერი 2019 13:16