Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 13 დეკემბერი 2019 15:58

სახელმწიფო მეჯვრისხევში მიწას ასხვისებს

Rate this item
(0 votes)

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში აუქციონის წესით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ასხვისებს.

როგორც ცნობილია, მიწის ნაკვეთი 42878 კვ.მ. ფართობისაა და მასზე განლაგებულია რამდენიმე შენობა-ნაგებობა.

აუქციონის პირობების მიხედვით, მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხა განსაზღვრულია 133 000 ლარის ოდენობით, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 2000 ლარით.

ინფორმაციისთვის, აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.

Read 724 times