Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 13 დეკემბერი 2019 12:29

შიდა ქართლის გუბერნიაში ვაკანსიაა

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია დახურული ახალ თანამშრომელს კონკურსის წესით შეარჩევს. ვაკანსია გამოცხადებულია აპარატის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, სადაც თანამდებობრივი სარგო 750 ლარია.

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის დიპლომი და მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება.

სპეციალისტის მოვალეობებში შედის ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა და დოკუმენტაციის არქივის წარმოება; ასევე, მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველყოფა და ხელმძღვანელის სხვა დავალებათა შესრულება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადა 19 დეკემბერია.

Read 495 times