Back to Top
ხუთშაბათი, 12 დეკემბერი 2019 15:15

გორის სასამართლომ მოქალაქე მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის დააჯარიმა

Rate this item
(0 votes)

გორის რაიონულმა სასამართლომ 16,39 გრამი ნარკოტიკული საშუალება"ნედლი მარიხუანა" - ს შეძენა - შენახვისთვის მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმა. საქმე მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა განიხილა.

"ი.ყ - მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 16,39 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ნედლი მარიხუანა”, რაც მისგან ამოიღეს 2019 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 14:20 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ ჩუმათელეთის მიმდებარე ტერიტორიაზე" , - აცხადებს პროკურორი შ.მ.

ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 273 1-ლი პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გასამართლდა. მან დანაშაული აღიარა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა იგი 2 000 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

როგორც ცნობილია, სასამართლოს დასრულების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" - განადგურდა.

Read 256 times Last modified on ხუთშაბათი, 12 დეკემბერი 2019 15:20