Back to Top
ოთხშაბათი, 11 დეკემბერი 2019 11:35

ლადო ხინჩეგაშვილი საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა

Rate this item
(0 votes)

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა.


როგორც ცნობილია, გორიდან შეჯიბრებაზე ორი გუნდი მონაწილეობდა ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის და შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის გუნდები.

საქართველოს თასის მფლობელი გორიდან მხოლოდ ლადო ხინჩეგაშვილი გახდა. ბრინჯაოს მედლები კი მოიპოვეს ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), ამირან ვახტანგიშვილმა (65 კგ) და დავით ტლაშაძემ (74 კგ).

მძიმე წონით კატეგორიაში ფინალის საგზური მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა. დღეს, ის ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

Read 141 times