Print this page
ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2019 12:07

პროექტისთვის "გენერატორი" გორელი ახალგაზრდების მიღება დაიწყო

Rate this item
(0 votes)

ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის, ახალგაზრდული სექტორი აცხადებს 14-17 წლამდე მოზარდების მიღებას პროექტ ,,გენერატორის" ფარგლებში.

"ახალგაზრდები შეისწავლიან ფოტოგრაფიის შესავალს, მართლმეტყველებას და ადამიანის უფლებებს დოკუმენტური ფილმებით. შეხვდებიან მათთვის საინტერესო წარმატებულ პიროვნებებს, ჩაერთვებიან საქველმოქმედო ღონისძიებებში, ასევე დაგეგმილია გასვლითი ლაშქრობები. პროექტი დაიხურება საახალწლო კარნავალით", - ნათქვამნია ცენტრის განცხადებაში.

დაინტერესებულ პირებმა საბუთები უნდა წარადგინონ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში 1 ნოემბრამდე

მისამართი: გორი სუხიშვილის ქუჩა #20

ტელეფონი: 27 76 65

Read 434 times