Print this page
სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2019 15:44

გორის საკრებულოს წევრი სოფელ კარბში არ შეუშვეს 

Rate this item
(0 votes)

გორის საკრებულოში ფრაქციის "ძლიერი გორი" წევრი, ბექა ქორჩილავა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში არ შეუშვეს. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მისთვის მიზეზი არ განუმარტავთ.

"მოსახლეობასთან შესახვედრად მინდოდა შესვლა, როგორც საკრებულოს წევრს. გაურკვეველი მიზეზების გამო არ შემიშვეს, ჩვენს მუნიციპალიტეტის სოფელში. დაახლოებით 2 საათი მაინც ვიდექი და ვერ გამარკვიეს რა იყო ჩემი სოფელში არ შეშვების მიზეზი. ვაპირებ მივმართო შესაბამის უწყებებს და გავარკვიო მიზეზი, რატომ არ შემიშვეს ან როდის მექნება იქ შესვლის საშუალება",   - ამბობს ბექა ქორჩილავა.

 

Read 350 times