Print this page
ორშაბათი, 21 ოქტომბერი 2019 16:42

გორის თეატრში დიანა როსტომაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

Rate this item
(0 votes)
გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატრულ თეატრში, ვოკალისტ დიანა როსტომაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელიც მომღერლის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.

დიანა როსტომაშვილი დამსახურებული ვოკალისტია და 45 წელია ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლაში აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.

საღამოზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა ლელა მაისურაძემ იუბილარს კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
შემოქმედებითი საღამო გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
Read 334 times