Back to Top
ორშაბათი, 21 ოქტომბერი 2019 12:40

გორის კრივის სკოლაში მემორიალური ტურნირი ჩატარდა

Rate this item
(0 votes)
ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის, კრივის სპორტული სკოლის დარბაზში, უმცროსი ასაკის მოკრივეებს შორის, გიორგი კარელიძის ხსოვნის მემორიალური ტურნირი ჩატარდა.
ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ გორის, ვარიანის, ახმეტის, გურჯაანის, ტყიბულის, საჩხერის, ბორჯომის, ახალციხის საკრივო სკოლის გუნდები. გამარჯვებულები და პრიზიორიები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სინჯის მედლებით და თასებით.
შეჯიბრის ორგანიზება გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელობით მოხდა.
Read 290 times