Back to Top
ორშაბათი, 19 მარტი 2018 10:40

"დილას" პირველი მარცხი

Rate this item
(0 votes)

ეროვნული ლიგის მესამე ტურში გორის „დილა“  „საბურთალოს“ დაუპირისპირდა.  „დილასთან“ მატჩამდე თბილისელებს ორი მატჩიდან 6 ქულა ჰქონდათ აღებული. რაც შეეხება გორელების შედეგებს, მათ პირველ ტურში გასვლით შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხეს, შემდეგ კი შინ დაუზავდნენ საჩხერის „ჩიხურას“.

რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას,  „საბურთალომ“ გორის „დილას“ ორივე ტაიმში თითო გოლი გაუტანა. თბილისელები 41-ე წუთზე დიასამნიძემ დააწინაურა, 59-ე წუთზე კი კოხრეიძემ პენალტით სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ჩატარებული სამი თამაშის შემდეგ გორის „დილას“ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება. ეროვნულ ლიგას კი 9 ქულით „საბურთალო“ ლიდერობს.

Read 1364 times