Back to Top
სამშაბათი, 01 ოქტომბერი 2019 13:36

პედაგოგები: ბავშვები ისე არიან გათამამებულები, სულ ბულინგს გაიძახიან

Rate this item
(0 votes)

ერგნეთის საჯარო სკოლაში, ფსიქოლოგთან მიმდინარე შეხვედრაზე პედაგოგებმა ბულინგის სწორად აღქმის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

პედაგოგების ნაწილი ამბობს, რომ მოსწავლეთა ნაწილი ჩაგვრის საკითხს არასწორად იგებს და ხშირად ამით პედაგოგებთან ურთიერთობაში ბოროტად სარგებლობს. 

"შენიშვნა ვერ მიგვივიცია ბავშვებისთვის, ეგრევე იმას გვაძახებენ, რომ თითქოს მათ უფლებებს ვარღვევთ. ეს ძირითადად მშობლებისგან მოდის. ხშირად ჩვენ ვხდებით ბულინგის მსხვერპლები მოსწავლეთა მხრიდან. კარგი იქნება, რომ ინტენსიურ რეჟიმში ტრენინგები ან ფსიქოლოგთან შეხვედრები მშობლებთანაც ეწყობოდეს, რათა პასუხისმგებლობების და ვალდებულების გააზრება გაიზარდოს ჯერ მშობლებში, შემდეგ მათი გავლენით - მოზარდებში. სკოლებშიც აუცილებელია ფსიქოლოგი მუშაობდეს, ომგამოვლილი სოფელია, ვფიქრობთ, უფრო ნაკლები აგრესია იქნება ხალხში", - ამბობენ პედაგოგები.

Read 1250 times