Back to Top
ორშაბათი, 30 სექტემბერი 2019 14:49

ერგნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფსიქოლოგს ხვდებიან

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში, ერგნეთის საჯარო სკოლაში ფსიქოლოგთან შეხვედრა მიმდინარეობს.

ფსიქოლოგ ელენე სამუშიას მოსწავლეები სტრესისა და დაძაბულობით გამოწვეულ ქცევებზე ესაუბრებიან და მისგან რეკომენდაციებს ისმენენ.

შეხვედრის ორგანიზატორი კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრია, რომელიც ქალთა ფონდის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ახორციელებს.

ორგანიზატორთა განმარტებით, ერგნეთის სკოლა შემთხვევით არ შეურჩევიათ - 2008 წლის აგვისტოს ომის გავლენები ამ სოფელში დღემდე არსებობს. 

დღესვე, მოსწავლეების შემდეგ, ცალკე შეხვედრა პედაგოგებთან მოეწყობა და ბულინგსა და ფსიქოლოგიური სტრესის დაძლევის პრევენციებზე საუბარი მათთან გაგრძელდება.

Read 659 times