Back to Top
ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2019 12:07

გორის ბაღების სააგენტომ ცოცხები ვერ შეიძინა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ცოცხების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, რადგან მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

ტენდერში მხოლოდ ერთი სუბიექტი, კერძოდ, ინდ. მეწარმე "ლილე ყიფიანი" მონაწილეობდა. სააგენტოს აღნიშნული ტენდერის ფარგლებში ცოცხების გარდა, იატაკის ჯოხების, სანაგვე ყუთების და სხვა სამეურნეო საქონლის შესყიდვა სურდა.

ტენდერი ხელახლა გამოცხადდა, რომლის სავარაუდო ღირებულება 6 390 ლარია.

Read 379 times