Back to Top
კვირა, 11 აგვისტო 2019 14:21

თავდაცვის მინისტრმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

Rate this item
(0 votes)

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ 2008 წლის 11 აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო, მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ოჯახის წევრებს გაესაუბრა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრთან ერთად ქართველი გმირების ხსოვნას პატივი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მიაგეს.

მინისტრი წმინდა გიორგის ეკლესიაში წირვას დაესწრო, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა და გმირების მემორიალთან მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

Read 553 times