Back to Top
პარასკევი, 09 აგვისტო 2019 12:09

გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი აღარ განახლებულა

Rate this item
(0 votes)

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გუგუტიანთკარში დღეს აღარ გამოჩენილან, -  ამის შესახებ ინფრომაციას ადგილობრივები ავრცელებნ.

ჯერჯერობით, შეჩერებულია ხელოვნური ბარიერების აღმართვა.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლის თავზე, ოკუპამტებმა, ე.წ საზღვრის გავლების პროცესი 7 აგვისტოს განაახლეს - მათ სოფელ გუგტიანთკარის მიმდებარედ, მავთიულხლართების გასავლებად, სპეციალური ბოძები დაამონტაჟეს.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე იმყოფებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

გუშინ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატში განაცხადეს, რომ ყველა მექანიზმი ამოქმედებულია.

"მივმართავთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაადასტუროს და აღასრულოს საქართგველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგებელმა, მორგან ორტაგუსმა.

სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს რუსეთს, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - ე.წ აღიარება.

Read 298 times