Print this page
ხუთშაბათი, 08 აგვისტო 2019 11:02

ამპუტანტთ ფეხბურთელთა ტურნირი გორის "დილამ" მოიგო

Rate this item
(0 votes)
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ამპუტანტ ფეხბურთელთა საერთაშორისო ტურნირი დასრულდა.
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ფინალურ შეხვედრაზე გამარჯვებისათვის გორის „დილამ“ და ზესტაფონის „მარგვეთმა“ იასპარეზეს.
ფინალური შეხვედრა 3:0 ანგარიშით, გორის „დილას“ გამარჯვებით დასრულდა.
აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე ქართველი ამპუტანტი ფეხბურთელების გარდა, ბაქოს ,,ყარაბაღიც“ მონაწილეობდა. ტურნირის ძირითადი თამაშები 5-6 აგვისტოს თბილისში, ,,იმედის“ სპორტკომპლექსში გაიმართა , ხოლო მესამე ადგილისათვის ბათუმისა და თბილისის გუნდები ერთამნეთს გორში დაუპირსპირდნენ.
ტურნირი საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაცის ორგანიზებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის თანადაფინანსებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
Read 585 times