Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 09 მარტი 2018 20:54

გორის "დილამ" და საჩხერის "ჩიხურამ" გოლები გაცვალეს

Rate this item
(0 votes)

გორის „დილა“ საკუთარ მოედანზე საჩხერის „ჩიხურას“ შეხვდა. პირველ ტურში, ორივე გუნდს სამ-სამი ქულა ჰქონდა აღებული და შესაბამისად სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებოდნენ.

მატჩის პირველი ნახევარი სახიფათო მომენტებით არ გამოირჩეოდა და უგოლო ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმში კი გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს. ანგარიში „ჩიხურამ“ გახსნა. 69-ე წუთზე თავი გაბედავამ გამოიჩინა.

ანგარიშს გასათანაბრებლად გორის „დილას“ ხუთი წუთი დასჭირდა. რაჟამაშვილის პასით თავი ნოდარ ქავთარაძემ, 74-ე წუთზე გამოიჩინა.

დარჩენილ დროში კი მეტი გოლი არ გასულა და მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა

Read 2092 times Last modified on პარასკევი, 09 მარტი 2018 20:59