Back to Top
ოთხშაბათი, 03 ივლისი 2019 14:10

გორში 23 ლეკვი ახალ პატრონს ელის

Rate this item
(0 votes)

გორში 23 ძაღლი ახალი პატრონის მოლოდინშია - ისინი ამ დრომდე გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოს ძაღლების თავშესაფარში რჩებიან.

სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ აფციაურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს გორში 72 ლეკვი გაჩუქდა.

"წელს გორში უკვე 72 ლეკვი გავაჩუქეთ, თუმცა ახლა თავშესაფარში 23 ლეკვი გვყავს, რომელიც ახალ პატრონს ელოდება. რამდენიმე დღის წინ, 9 ლეკვი მეჯვრისხევში წავიყვანეთ და იქ გავაჩუქეთ", - ამბობს თამარ აფციაური.

გარდა ამისა, გორის თავშესაფრიდან 55 ლეკვი თბილისში გაჩუქდა. ჯამში მიმდინარე წელს, ახალი პატრონი 127 ლეკვს გამოუჩნდა.

Read 739 times